საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმი გამოქვენდა

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმი გამოქვენდა

ashsამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმი გამოქვენდა.

მემორანდუმს სქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მოაწერეს ხელი.

„საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და მხარს ვუჭერთ თავდაცისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას, რაც აძლიერებს ჩვენს ერთობლივ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროატლანირკუ სტრუქტურებში ინტეგრაციის გაგრძელებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის ამაღლების შესახებ”, – ნათქვამია სახელწმიფო დეპარტამენტის ვებგევერზე გამოქვეყებულ დოკუმენტში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, აშშ აღიარებს საქართველოს, როგორც რეგიონში სტრატეგიულ და სანდო პარტნიორს და მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას.

„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანბას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აშშ აღიარებს საქრთველოს, როგორც სტრატეგიული და სანდო პარტნიორის, მნიშვნელოვან როლს რეგიონში და აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა მან გააკეთოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევანი, რომელიც იქნება თავისუფალი გარე ზეწოლისა და იძულებისგან. აშშ აფასებს საქართველოს მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთახმების შესრულებას და მიესალმება საქართველოს ძალისხმევას , რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ყველა მოქალაქემ, როგორც ევროატლანტკური საზოგადოების წევრმა, შეძლოს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება”, – ნათქვამია მემორანდუმში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ და საქართველო მზად არიან, წინ აღუდგნენ საერთო საფრთხეებს და აღიარებენ თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის მნიშვნელობას.

banner
წინა სტატიაშიამერიკელები იღებენ პასუხისმგებლობას ექსკლუზიურად, დაგვეხმარონ ჩვენი შიდა პრობლემების, საჭიროებების გადაწყვეტაში
შემდეგი სტატიააშშ-სთან გაფორმებული მემორანდუმი არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი