დოდონა კიზირია: “შეაწუხებს ჩვენს ინწილიგენციას სინდისი? აენთება სინათლის ნაპერწკალი გონებადაბნელებულ მრევლს?”

kiziria

kiziriaამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია  საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” გავიდა.

 

“ინგლისელი ისტორიკოსის არნოლდ ტოინბის აზრით, ნებისმიერი ცივილიზაციის არსებობისა და განვითარებისათვის საჭიროა ორი მთავარი კომპონენტი – გამოწვევა და პასუხი. გამოწვევა შეიძლება იყოს – ბუნებრივი მოვლენები, არსებული ეკონომიკის დაცემა, ხელისუფლების დეგრადაცია, გარეშე მტრის შემოსევა ან კიდევ რაიმე სხვა. მისი მომავლისთვის გადამწყვეტია, თუ რამდენად ადეკვატურ პასუხს გასცემს ესა თუ ის ცივილიზაცია მის მიმართ წარმოქმნილ გამოწვევას. თუ პასუხი ძალზე სუსტი ან არაადექვატურია, ცივილიზაცია კნინდება ან სრულ კრახს განიცდის.
უკვე მეოთხე წელია, რაც ჩვენი ქვეყანა უმძიმესი სიტუაციაში იმყოფება. სახეზეა თითქმის ყველა შესაძლებელი სახის გამოწვევა. შევძლებთ თუ არა, გავცეთ ამ გამოწვევებს ადექვატური პასუხი?
მაფიქრებს ერთი უცნაური მოვლენა. პრეზიდენტი სააკაშვილი დროს საკმარისი იყო გავრცელებულიყო რაიმე სრულიად აბსურდული ჭორი, მაგალითად პირველი ლედის მიერ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის შესახებ, რომ ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოსულიყო და პრეზიდენტის გადადგომა მოეთხოვა. ეს ხდებოდა ჯერ კიდევ ბორია ივანაშვილის მოსვლამდე და მის სრულიად ფანტასმაგორიულ დაპირებებამდე.
დღეს ჭორი კი არა, დღისით, მზისით ხდება სრულიად შემზარავი ფქტები. მათ ჩამოთვლას ათობით გვერდი დასჭირდება. მაგრამ ავიღოთ მხოლოდ რამდენიმე – პროკურორის შვილს აძლევენ 5 000 ლარს პარიზში სწავლების დასაფინანსებლად. ივანაშვილს საკუთარ ეზოში თუ ბაღში გადააქვს სახელმწიფო კუთვნილების ასწლოვანი ხეები, უამრავი მკვლელობა, დაწყებული რაფალიანცის ბავშვისგან, დარჩა გამოუკვლეველი. რუსეთის ჯაშუშები და ნარკოტიკების გამავრცელებლები პარლამენტის წევრებმა ქრთამის საფასურად გამოუშვეს. სახელწიფო სამსახურებში ხელფასის დანამატებმა ამოჭამეს ბიუჯეტი, ლარი თითქმის ყოველთვიურად ეცემა, მაგრამ ეს, რაც ჩამოვთვალე, ზღვაში წვეთია.
მიუხედავად ყველაფრისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი, თანაც ის ნაწილი, რომლებსაც ქუჩაში ყაყანისგან სახლში ვერ შეათრევდი, გაჩუმებულები არიან და არვითარ პროტესტს არ გამოხატავენ. რასაკვირველია, ამ მოსახლეობის გარკვეული პროცენტის სიჩუმე არ მაკვირვებს. ერთი მხრივ, ეს ჩვენი სახელოვანი ინწილიგენციაა, ადრე პატრიოტებად და დისიდენტებად რომ მოჰქონდათ თავი. მათ ივანაშვილის მიერ კრემლიდან მიღებული ფულებითა აქვთ პირი ამოკერილი და ხმას როგორ ამოიღებენ. მეორე მხრივ, ეს უვიცი, უკულტურო, ხარბი და რუსეთუმე სამღვდელოების მიერ გაბრუებული მრევლია, ვისაც უჩიჩინებენ, რომ უნდა დაგმონ მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა.
დანარჩენები სად არიან? აი, ისინი, რომელბიც ამ ორი ჯგუფიდან არცერთს არ ეკუთვნიან, მაგრამ მაინც გაჰკიოდნენ, გადადექი, გადადექიო? ისინც ხომ ძმები გაჩეჩილაძეების, ხიდაშელ-უსუფაშვილის, ბესელიას და ეფესბეს ჯარების მომლოდინე ბურჯანაძის დაძახებაზე დაუყოვნებლივ გამოდიოდნენ? რითი მოხიბლა ხალხი ამ არაპროფესიონალებმა და ყოფილმა პარტაქტივმა? როგორც მახსოვს, არცერთ მათგანს არავითარი გეგმა არ წარუდგენია. აი, ჩვენ მოვალთ და დაინახავთ, რა გეგმების რეალიზებაც შეგვიძლიაო.
დღეს მათზე არანაკლებ ოდიოზური სახეები გამოჩდნენ, ზოგი ნაცნობი, ზოგი პოლიტიკაში ახლად გამოჩეკილი, რომლებიც ასევე ან სრულიად არარეალურ დაპირებებს იძლებიან ან რაღაც ბუნდოვანი დემაგოგიით აბრიყვებენ ხალხს. მაგრამ სავსებით ცხადია, არც ერთ მათგანს წარმოდგენაც არა აქვს, რა არის სახელმწიფო და რაში მდგომარეობს სახელმწიფოს მართვა.
რა გზით წავა საქართველოს მოსახლეობა ამ მომავალ არჩევნებში? აღორძინების, განვითარების, პროგრესის გზა დღეს გვაჩვენა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის ბრწყინვალე ინტერვიუში რუსთავი2-ზე. შეაწუხებს ჩვენს ინწილიგენციას სინდისი? აენთება სინათლის ნაპერწკალი გონებადაბნელებულ მრევლს? დაფიქრდებიან ბრმად აბსურდულ დემაგოგიას აყოლილი ადამიანები? გაერთიანდებიან ისინი, რათა სწორი არჩევანი გააკეთონ? კარგი იქნებოდა, თუ ამ ხალხის ნაწილი მაინც შესძლებს გამოფხიზლებას და შეუერთდება მათ, ვისაც ესმის, რა სერიოზულ გზაჯვარედინზე ვდგავართ დღეს.
თუ ეს სასწაული მოხდა, მაშინ ჩვენი პასუხი შექმნილ გამოწვევაზე ადექვატური იქნება და მხოლოდ ამ შემთხვევაში შესძლებს ჩვენი ქვეყანა თავიდან აიცილოს დაკნინება და კრახი. მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში!!!!”-წერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია.  

აქვე გთავაზობთ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს სრულ ვერსიას, რომელიც  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” გავიდა.

(video)მიხეილს სააკაშვილი: მე ხომ არაფერი მაქვს, იმიტომ რომ ჩვენ არასოდეს, არავის, არაფერს ვართმევდით

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველთა კონტროლი – მესამე სექტორი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას ითხოვს
შემდეგი სტატიაგერმანიაში ხალხს გაუხარდა ცეცხლი, რომელიც იმ შენობაში გაჩნდა, სადაც მიგრანტები ცხოვრობენ