დოდონა კიზირია: “ეპისტოლეში ნახმარი სიტყვების 50% ბორიას ცხოვრებაში ნამდვილად არ გაუგონია”

kiziria

kiziria“წავიკითხე ბორია ივანაშვილის ეპისტოლე, რომელსაც, როგორც ეტყობა, მთელი გუნდი თხზავდა. ამ ეპისტოლეში ნახმარი სიტყვების 50% ბორიას ცხოვრებაში ნამდვილად არ გაუგონია, ხოლო ფრაზები ისეა აწყობილი, როგორსაც „ია პომნიუ ვაშუ გადაცემუს“ მთქმელი, პისტოლეტი რომ მიგეშვირათ, ვერ შეთხზავდა. მაგრამ ეს არ არის მთავარი.
ეს ეპისტოლე შედგება სამი ნაწილისგან:
1. ნაციონალური ხელისუფლების და პირადად პრეზიდენტი სააკაშვილის მიერ ჩადენილი „ბოროტებების“ სია, მათ მიერ ქვეყნის ეკონომიკის და „ქართული ფენომენის“ განადგურების მცდელობა.
2. ბორიას და მისი პარტიის წარმატებები „დანგრეული“ ქვეყნის აღდგენაში, ქვეყანაში დემოკრატიურლი პრინციპების დამყარებაში, ეკონომიკის არანახული წინსვლის გარანტირებაში.
3. მომავლის დაპირებების კორიანტელი.
ჩემის აზრით პირველ ორ ნაწილს უსათუოდ უნდა გაეცეს ოფიციალური პასუხი ნაციონალური მოძრაობის მიერ ზუსტი ფაქტების და ციფრების მოყვანითა და განმარტებებით. ეს ტყუილები არა მარტო მანანა კობახიძეს და თინა ხიდაშელს მოჰგვრის აღტაცების ცრემლებს, არამედ შესაძლოა ბევრ გონემაჩლუნგ მეოცნებს და სამწუხაროდ, შუაშისტებსა და პასიურებსაც დაარწმუნებს, რომ ნახევარი მაინც არის მართალი.
რაც შეეხება მესამე ნაწილს, ეს უკვე „ნაუჩნო-ფანტასტიკის“ ჟანრიდან არის დიდ შთაბეჭდილებას არავიზე მოახდენს. მაგრამ ამ ტყუილებით გატენილი პასკვილის უპასუხოდ დატოვება დიდი ტაქტიკური შეცდომა იქნება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან”-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე  ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია.

banner
წინა სტატიაშისოხუმი ფიფას აგენტების მოლოდინში
შემდეგი სტატია(video) მმართველ გუნდს არ გააჩნია გამოცდილება, რომ ქვეყანა წინ წაიყვანოს