დოდო გუგეშაშვილი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია და პალატაში დღეს გადაიყვანენ – მეგობარი

დოდო გუგეშაშვილი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია და რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში დღეს გადაიყვანენ, – ამის შესახებ გუგეშაშვილის მეგობარმა, ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
”შევხვდით ექიმებს. დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა. ამ ეტაპზე გუგეშაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის კვლავ რეანიმაციაშია და პალატაში ჯერ არ გადაუყვანიათ, თუმცა, როგორც ვიცით, პალატაში დღეს გადაიყვანენ, ვინაიდან დღეს უკვე მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. არ ვიცი დღეს დაკითხავენ თუ არა სამართალდამცველები მას. ჩვენ ვიცით, რომ დღეს გადაიყვანენ პალატაში”, – განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : გიორგი კვირიკაშვილზე აფგან მუხთარლის განცხადება ცილისწამება და სიცრუეა
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია თბილისში – სოლოლაკში სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი