დისიდენტმა აი ვეივეიმ კოპენჰაგენში გამოფენა პროტესტის ნიშნად დახურა

news
: news იანვარი 27, 2016 20:59 განახლებულია

დისიდენტმა აი ვეივეიმ კოპენჰაგენში გამოფენა პროტესტის ნიშნად დახურა

მნიშვნელოვანი

  • ჩინელმა მხატვარმა აი ვეივეიმ დანიის დედაქალაქში პროტესტის ნიშნად საკუთარი გამოფენა მოხსნა. საქმე ეხება ქვეყნის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც ხელისუფლება თავშესაფრის ყველა მძიებელს ჩამოართმევს ძვირფას ნივთებს.

სხვა სტატიები

ჩინელმა მხატვარმა აი ვეივეიმ დანიის დედაქალაქში პროტესტის ნიშნად საკუთარი გამოფენა მოხსნა. საქმე ეხება ქვეყნის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც ხელისუფლება თავშესაფრის ყველა მძიებელს ჩამოართმევს ძვირფას ნივთებს.
მხატვრის გადაწყვეტილების შესახებ მის ისტაგრამის გვერდზეა გამოქვეყნებული.
ვეივეის გამოფენა “Ruptures” გალერეა Faurschou Foundation-ში გასული წლის მარტში გაიხსნა და რამდენიმე თვეში უნდა დახურულიყო. გალერეის მფლობელის თქმით, ის სრულებით ეთანხმება მხატვრის გადაწყვეტილებას.

დღეს დანიის პარლამენტმა კენჭი უყარა სადავო კანონპროექტს, რომელიც თავშესაფრის მაძიებელს, რომელსაც სოციალური დახმარება სჭირდება, აიძულებს ჩააბაროს ყველა ნივთი, რომლის საერთო ღირებულება 1450 დოლარს აღემატება. ამავე კანონპროექტით, ოჯახის გაერთიანების პროცედურები ერთიდან 3 წლამდე გაიზარდა.
კანონპროქტმა, რომელიც იანვრის დასაწყისში გამოჩნდა, დანიის კრიტიკა გამოიწვია ბევრი ევროპული ქვეყნიდან.

news
: news იანვარი 27, 2016 20:59 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


22,560
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics