დიმიტრი ქუმსიშვილმა „ვისოლ ჯგუფის“ სავაჭრო კომპლექსი გახსნა

დიმიტრი ქუმსიშვილმა „ვისოლ ჯგუფის“ სავაჭრო კომპლექსი გახსნა

დიმიტრი ქუმსიშვილმა „ვისოლ ჯგუფის“ სავაჭრო კომპლექსი გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გლდანში, „ვოსილ ჯგუფის“ მსხვილი ფორმატის სავაჭრო კომპლექსი გახსნა, სადაც ერთ სივრცეშია განთავსებული სუპერმარკეტი „სმარტი“, „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები და „ვისოლის“ ბენზინისა და გაზის გასამართი სადგური. გახსნას ასევე დაესწრნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და „ვისოლ ჯგუფის“ ამერიკელი პარტნიორები.
საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს სავაჭრო კომპლექსი და გაეცნენ ყველა იმ სერვისს, რომელსაც აღნიშნულ სივრცეში მოქმედი კომპანიები სთავაზობენ მომხმარებელს. მოგვიანებით, დიმიტრი ქუმსიშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა ახალი სავაჭრო კომპლექსის მომხმარებლებს სიტყვით მიმართეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, “ვისოლ ჯგუფის” მიერ ახალი ობიექტის გახსნა სახელმწიფოს და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია. „როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ამ ეს პროექტი პრაქტიკულად შეჩერებული იყო. ჩვენ დავდეთ განახლებული ხელშეკრულება, შეღავათები გავუწიეთ კერძო სექტორს და შედეგიც მივიღეთ. განხორციელდა 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია და დასაქმდა 350-ზე მეტი ადამიანი,“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც სავაჭრო კომპლექსის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, 2015 წელს „ვისოლ ჯგუფმა” შეძლო „ვენდისა“ და „დანქინ დონატსის“ რესტორნებში იმპორტირებული პროდუქტების ქართული წარმოების პროდუქტებით ჩანაცვლება, რაც ადგილობრივი წარმოების განვითარების, პროდუქციის ხარისხის ამაღლებისა და რეალიზებული პროდუქტების უსაფრთხოებისა და სანდოობის კუთხით მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯია.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე:”მთავარ პროკურატურას გადავცემ ფოტოს,ტელეფონის და ავტომანქანის ნომერს”
შემდეგი სტატიაბრუს უილისმა წამყვანს გიტარა გადაატეხა თავზე (ვიდეო)