დიმიტრი ქუმსიშვილმა მესტიის აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი მესტიის აეროპორტს ეწვია და აეროპორტში მიმდინარე ინტერიერისა და ექსტერიერის განახლების სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მკაცრი კლიმატური პირობების გამო, მესტიის აეროპორტს საკმაოდ რთულ საექსპლუატაციო პირობებში უწევს ოპერირება. ამასთანავე, 2010 წელს, აეროპორტის მშენებლობის დროს, შეზღუდული ბიუჯეტისა და ვადების გამო, სათანადოდ ვერ განხორციელდა რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. შესაბამისად, წლების განმავლობაში მიმდინარე შეკეთებების მიუხედავად, პრაქტიკულად, გასულ წელს დადგა ტერმინალის განახლების აუცილებლობა.

აქედან გამომდინარე, აეროპორტის ინფრასტრუქტურის სრულყოფისა და განახლების მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ მიმდინარე წელს დაიგეგმა და განხორციელდა მთელი რიგი კომპლექსური სამუშაოები: აეროპორტის მთლიან პერიმეტრზე მოეწყო შემოვლითი გზა ტერიტორიის უკეთ პატრულირებისთვის, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად განახლდა აეროპორტის მთლიანი შემოღობვა, კაპიტალურად გარემონტდა აეროპორტის ტერმინალის შენობის მთლიანი მინის ფასადი, ტერმინალში დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების ახალი, გაუმჯობესებული სისტემა და ა.შ.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ამჟამად მიმდინარეობს აეროპორტის ტერმინალის შიდა ინტერიერის განახლების სამუშაოები და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. სამუშაოების დასრულება სექტემბრის ბოლოსათვის იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიევროპის სახალხო პარტიის ლიდერებმა ე. წ. მატროსოვის ციხეში ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მოინახულეს
შემდეგი სტატიასასულიერო პირებმა საბერძნეთიდან საქართველოში გიორგი კარსლიდისის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს