დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის მსუბუქი მრეწველობის უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი თურქეთის მსუბუქი მრეწველობის 12 უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, სამრეწველო ინდუსტრია საქართველოში სწრაფად ვითარდება და დიდი საექსპორტო პოტენციალიც აქვს.

მინისტრის ინფორმაციით, საქართველოდან ბოლო პერიოდში 100 მილიონ დოლარზე მეტი მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია გავიდა.

banner
წინა სტატიაშიდაღუპული იუნკერების ხსოვნას “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა პატივი მიაგეს
შემდეგი სტატიაჟურნალისტი ეკა მიშველაძე დღეს არასამთავრობოებს შეხვდება