დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვევა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 12-13 აპრილს ჩინეთს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი მოხსენებით გამოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ჩინეთის სახალხო ბანკის მაღალი დონის კონფერენციაზე „მაკროეკონომიკური და ფინანსური პლატფორმები სარტყლისა და გზის ინიციატივის წარმატებული იმპლემენტაციისთვის“ (Macroeconomic and Financial Frameworks Successful Implementation of The Belt and Road Initiative).

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ჩინეთის სამთავრობო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე გამართავს შეხვედრას ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების კომიტეტში.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიმაიკ პომპეო : დონალდ ტრამპი აპირებს, გამოასწოროს ის აღმაშფოთებელი შეცდომები, რომლებიც ირანთან მიღწეულ შეთანხმებაშია
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: “ქართული ოცნების” დასასრულს ძალიან მაღალი ტემპი აქვს აკრეფილი