დიმიტრი ქუმსიშვილი საყდრისის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრების ბრალდებებს ტყუილს უწოდებს

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საყდრისის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრების ბრალდებებს სრულ ტყუილს უწოდებს.
ასე გამოეხმაურა დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს საყდრისის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრების მიერ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციას. დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე სიცრუეს უწოდებს იმ ინფორმაციას, თითქოს კომპანია „არემჯი გოლდის“ დამფუძნებელს შეხვდა.
„ეს ხალხი რასაც ამბობს, არის სრული სიცრუე. დავიწყოთ იქედან რომ ირმა ქავთარაძე არ არის ჩემი პირველი მოადგილე, შემდეგ ის, რომ თითქოს ვიღაცას, „არემჯი გოლდის“ დამფუძნებელს შევხვდი. არავის შევხვედრივარ. თითქოს შევუთანხმდი ვიღაცას რაღაცაზე, არ მაქვს კავშირი „არემჯი გოლდთან“ არანაირი, შეხების წერტილებიც კი არ მაქვს ამ კომპანიასთან. ვიღაცა ცდილობს, რომ ჩემი სახელი ამ კომპანიას დაუკავშიროს, ან მე რა უნდა მეთხოვა ამ ხალხისთვის, ან იმათ რა უნდა ეთხოვათ“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და დასძინა, რომ ის ვერანაირ ლოგიკას ვერ ხედავს.

banner
წინა სტატიაშითამარ ხიდაშელს ეკა მიშველაძის განცხადებასთან დაკავშირებული საქმის შს სამინისტროსთვის გადაცემა დაუშვებლად მიაჩნია
შემდეგი სტატია”ქართულმა ოცნებამ” მეტეხის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა