დიმიტრი ქუმსიშვილი: საკადრო ცვლილებებს ვაპირებ

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უწყებაში საკადრო ცვლილებებს აპირებს, თუმცა განმარტებებს უფრო კონკრეტულად მოგვიანებით გააკეთებს.

ამის შესახებ ქუმსიშვილმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კვირიკაშვილის მიერ მინისტრთა ახალი კაბინეტის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

„ეკონომიკის მიმართულებით საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძირითადი პრინციპები არ შეიცვლება. დამოკიდებულება ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართ დარჩება იგივე, რომ ჩვენ მაქსიმალურად მხარი უნდა დავუჭიროთ ეკონომიკას და ბიზნესს განვითარებაში. ის ვალდებულებები, რაც გვაქვს აღებული, აუცილებლად იქნება შესრულებული. საკადრო ცვლილებებს ვაპირებ, თუმცა ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილის კანდიდატურა წარადგინა. ქუმსიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე ნოდარ ხადურს ჩაანაცვლებს.

banner
წინა სტატიაშიზვიად ძიძიგური: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალი ოთხი წელი განვითარებაზე ორიენტირებული იყოს
შემდეგი სტატიანოდარ ხადურის შეფასებით, ფინანსთა სამინისტროში ცვლილებები საჭირო იყო