დიმიტრი ქუმსიშვილი : „რუსთავი 2” თვიდან თვემდე იგროვებს საბიუჯეტო დავალიანებას”

პირველი ვიცე პრემიერი და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი რუსთავი 2-თან დაკავშირებით ხელისუფლების ინტერესს გამორიცხავს და ამბობს, რომ იმის მიუხედავად, რომ „რუსთავი 2” თვიდან თვემდე იგროვებს საბიუჯეტო დავალიანებას, საგადასახადო ხელისუფლება არ იყენებს შესაბამის ზომებს:

„სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლება არ ჩარეულიყო არანაირად ამ დავაში, ჩვენ, როგორც საგადასახადო ხელისუფლებამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, იმის მიუხედავად, რომ „რუსთავი 2” თვიდან თვემდე იგროვებს საბიუჯეტო დავალიანებას, არ გამოგვეყენებინა ის ზომები, რომელთა გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია. ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ არ ერევა ხელისუფლება აღნიშნულ პროცესში და რამდენად ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს”, – განაცხადა ქუმისშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა
შემდეგი სტატია“გავაგრძელებთ ბრძოლას, სანამ “რუსთავი 2” არ დაუბრუნდება დამფუძნებლებს“-დვალი და აქიმიძე სასამართლომდე 1 დღით ადრე ბრიფინგს მართავენ