დიმიტრი ქუმსიშვილი : “ფორუმი ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის უფრო ეფექტურად განხორციელებას ემსახურება”

ეკონომიკის მინისტრ, პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეკონომიკის ფორუმზე ორი საერთაშორისო ექსპერტი ეკონომიკის სფეროში რეკომენდაციების მისაცემად მოიწვიეს.

სასტუმრო “რუმსში” გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფორუმი ორდღიანია, რომლის დასრულების შემდეგ, ექსპერტები დამატებით რეკომენდაციებს მისცემენ მთავრობას.

“დღეს არის პირველი დღე საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმის, რომელზეც მოწვეული გვყავს ორი მსოფლიო კლასის პროფესორი – დანი როდრიკი და ჩარლზ ჰეიბელი. ორივე მუშაობს ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილში. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მრავალი მსოფლიო აღიარება მოპოვებული. დღეს ჩვენ ისინი ჩვენს ქვეყანაში მოვიწვიეთ იმისათვის, რომ მათთან ერთად შევაფასოთ ის განვლილი გზა, რომელიც გავატარეთ ეკონომიკური რეფორმების ნაწილში. ასევე მივიღოთ ის რეკომენდაციები, რომელიც შემდგომში კიდევ უფრო მოგვეხმარება რეფორმების ერთიანად გატარებაში. მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რაც დღეს დილით მოვისმინეთ, ესაა ეკონომიკური ეფექტურობის ამაღლება, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე სტრუქტურული რეფორმები, რომლებსაც ვატარებთ”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო რეფორმების ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და მოწინავე ქვეყანაა.

“სტრუქტურული რეფორმები, ასევე მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების შექმნა იყო ის ძირითადი გზავნილები, რომელიც ჩვენ მივიღეთ ბატონი დანი როდრიკისგან, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ორი დღის განმავლობაში, ძალიან ბევრს მოისმენს, თუ რა ხდება საქართველოს ეკონომიკაში და ამის შემდეგ უფრო მეტ რეკომენდაციას გასცემს. თვითონ ეს ფორუმი ემსახურება იმას, რომ ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერაა ინიცირებული, უფრო ეფექტურად იქნას იმპლემენტირებული ცხოვრებაში და შესაბამისად, კერძო სექტორისა და საჯარო სექტორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ძალიან ამბიციური რეფორმა უკვე დაწყებულია
შემდეგი სტატიადაბა გუდაურში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა იწყება