დიმიტრი ქუმსიშვილი : მემანქანეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მეტრო არის ძირითადი ტრანსპორტი, რითაც თბილისელები გადაადგილდებიან

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 5, 2018 10:55

დიმიტრი ქუმსიშვილი : მემანქანეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მეტრო არის ძირითადი ტრანსპორტი, რითაც თბილისელები გადაადგილდებიან

დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძე აკეთებს ყველაფერს, აკეთებს მაქსიმუმს, რაც არის შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინსტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მეტროს გაფიცვასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, მემანქანეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მეტრო არის ძირითადი ტრანსპორტი, რითაც გადაადგილდებიან თბილისელები.

„მეტროს მემანქანეებმაც უნდა გაითვალისწინონ ის, რომ ეს არის ის ძირითადი ტრანსპორტი, რითაც გადაადგილდებიან თბილისელები და შესაბამისად შესაძლებლობები, რომელიც ქალაქს აქვს უნდა იყოს სწორედ გამოყენებული“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

თბილისის მეტროპოლიტენი დღესაც გაჩერებულია. ქალაქში მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები კი მგზავრებს კვლავ უფასოდ ემსახურებიან.

მემანქანეები გლდანში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან და პროტესტს აგრძელებენ. მეტროს მემანქანეები 4 ივნისს დილიდან გაიფიცნენ. გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მენანქანეების მთავარი მოთხოვნა ხელფასების 45 პროცენტით მატებაა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 5, 2018 10:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics