დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარი შეიძლება ხანდახან გაუფასურდეს, ხანდახან გამყარდეს

ლარი შეიძლება ხანდახან გაუფასურდეს, შეიძლება გამყარდეს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რაზე მოქმედებს ლარის მერყეობა.

“ლარის მერყეობა მოქმედებს ორი რაღაცაზე, ეს არის ფასების ზრდა და განკარგავდი შემოსავალი, რომელიც რჩება ჩვენ მოსახლეობას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მალე გავაკეთებთ განაცხადს, სადაც ვიტყვით, თუ როგორ შეიძლება დარეგულირდეს, რომ ჩვენ მოსახლეობას განკარგვადი შემოსავალი შეუნარჩუნდეს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში ლეხ კაჩინსკის ცხედრის ეკსგუმაცია ჩატარდება
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა 19 ნოემბერს გახდება ცნობილი