დიმიტრი ქუმსიშვილი: ხვალ კარგი დღე გვექნება, მე ძალიან მიხარია ხვალინდელი დღე

ხვალ კარგი დღე გვექნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვიზალიბერალიზაციისთვის საქართველოს მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშზე კომენტირებისას განუცხადა, რომელიც ხვალ უნდა გამოქვეყნდეს.
ქუმსიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ მიერ აღებული ვალდებულებები შესრულებული აქვს.
“დეტალებში არ მინდა შევიდე, რადგან ეს არის ძალიან დიდი ჩამონათვალი იმ მოთხოვნების, რომლებიც საქართველოსთვის იყო გადმოგზავნილი და რაზეც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ქართული მხარე მუშაობდა. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, ეს გამომდინარეობს იქედან, თუ რა სამუშაოები იყო შესრულებული. ყოველთვის არსებობს წინარე შეფასებები და წინარე შეფასებებით დადასტურებული გვაქვს, რომ ჩვენ შევასრულეთ ის მოთხოვნები, რომლებიც ჩვენზე იყოს დამოკიდებული. ხვალ კარგი დღე გვექნება. მე ძალიან მიხარია ხვალინდელი დღე”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
ევროკომისიის ანგარიში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ხვალ გამოქვეყნდება.

banner
წინა სტატიაში“აქ არის ისტერიული მესიჯები, რომელსაც მწერდნენ ხოლმე” – ელისაშვილი პროკურატურაში მივიდა
შემდეგი სტატიალატვიამ რუსეთთან ანტიმიგრანტული კედლის შენება დაიწყო