დიმიტრი ქუმსიშვილი: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას

დღეს ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას, თავისუფლებას და ყველა ჩვენთაგანის კეთილდღეობას, – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ.

„მე დღეს ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას, თავისუფლებას და ყველა ჩვენთაგანის კეთილდღეობას; ხმა მივეცი ევროპულ არჩევანს და იმ უკეთეს მომავალს, რომლისთვისაც ყველანი ერთად ვშრომობთ. მე ხმა მივეცი უკეთეს განათლებას,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს არჩევანი მე-17 ოლქის 96-ე უბანზე გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილი საარჩევნო უბანზე ვაჟთან ერთად მივიდა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” წევრი: ბათუმში სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაქალაქ ჯვარში საარჩევნო უბანზე სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი იმყოფება