დიმიტრი ქუმსიშვილი: დიდი იმედი მაქვს, მალე ვიტყვით, როგორ დარეგულირდება ლარი

ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ძალიან მალე ცნობილი გახდება ის გეგმა, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური გუნდი ლარის კურსის დარგულირებას შეძლებს.

„ლარი შეიძლება ხანდახან გაუფასურდეს, ხანდახან შეიძლება გამყარდეს. მნიშვნელოვანია, თუ რაზე მოქმედებს ლარის მერყეობა. ორი რაღაც არის: ფასების საერთო ზრდა და განკარგვადი შემოსავალი, რომელიც რჩება ჩვენს მოსახლეობას. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას, სადაც ვიტყვით, თუ როგორ შეიძლება დარეგულირდეს, რომ ჩვენს მოსახლეობას განკარგვადი შემოსავალი შეუნარჩუნდეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა
შემდეგი სტატია“შარდის ჩაბარების პროცედურებში უფრო მეტს ვხარჯავთ, ვიდრე გვიჯდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენახვა”