დიმიტრი ხუნდაძის სახლის კედელზე კონკურენტის ბანერი გააკრეს

14466450_1204599842896848_1998581718_oმცხეთის რაიონში წინასაარჩევნო კამპანია ისე კურიოზულად მიმდინარეობს, რომ ამ თემაზე რომელიმე გოენებამახვილმა სცენარისტმა შესაძლებელია, კომედიური ფილმის სცენარიც დაწეროს. ჯერ იყო და, „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, დიმიტრი ხუნდაძეს მცხეთის საკრებულოს „ოცნებელი“ წევრები გაემიჯნენ და განაცხადეს, ჩვენაო მხარს ცეზარს ვუჭერთ, ჩოჩელსო. ამის გამო, როგორც მცხეთაში ამბობენ, ბატონმა ხუდაზემ ქოში სულ უკუღმა ყარა და „ოცნების“ ბოსები ლამის დააფიცა, გამოდით და თქვით, რომ ჩოჩელი ჩემს საპირწონედ არ ჩართეთ საარჩევნო მარათონშიო.
ახლა კი, „თაიმერს“ ერთი ფოტო მოაწოდეს, რომელზეც, ერთი შეხედვით, უცნაური არაფერია, მაგრამ როგორც ჩვენ აგვიხსნეს, ფოტოზე აღბეჭდილი სახლი დიმიტრი ხუნდაძეს ეკუთვნის. ჰოდა, ამ სახლზე უშველებელი ბანერია გაკრული, ოღონდ ეს ბანერი ხუნდაძის კი არა, მისი კონკურენტის, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, კონსტანტინე მორგოშიასია.
„ადამიანს მაჟორიტარობის ამბიცია რომ გაქვს, იმდენი ავტორიტეტით მაინც უნდა სარგებლობდე ამ რაიონში, რომ ხალხმა საკუთარი სახლის კედელზე კონკურენტის პლაკატი არ გაგიკრან,“ – აღნიშნა პიროვნებამ, რომელმაც „თაიმერს“ წინამდებარე ფოტო მოაწოდა.
ისე, ბატონი ხუნდაძის ადგილას ყველამ ჩვენი თავი რომ წარმოვიდგინოთ, მაგრად ცუდ განწყობაზე დავდგებით: აბა, როგორია, ყოველ დილით, შინიდან გამოვალთ თუ არა, თვალს კონკურენტის საარჩევნო-სააგტაციო მალსას რომ მოვკრავთ? ახლა, ამ საკითხს ფსიქოლოგიურადაც თუ მივუდგებით, ამ ბანერმა შეიძლება, ისეთი ზეგავლენა მოახდინოს პიროვნებაზე, რომ არჩევნების დღეს ხმა საკუთარ კონკურენტს მისცეს. აი, მართლა ასე რომ მოხდეს, ეს ქართული დემოკრატიის მიღწევა და მთავარი საარჩევნო „ნიუსი“ იქნება.
ზოგადად, „ოცნების“ კანდიდატებს ბანერებში ბედი არ სწყალობთ: ალბათ, გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ, „თაიმერმა“ ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენები იყო, რომ ვაკე 3-ის „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაზა ხუციშვილის პლაკატები იმ საარჩევნო ოლქში გააკრეს, სადაც ეს უკანასკნელი კენჭს არ იყრის.

banner
წინა სტატიაში“გამორიცხულია არჩევნების გაყალბება, მაგრამ ყველა არ მისული ადამიანი, არის დაკარგული ხმა”
შემდეგი სტატიაკომპანია Hunnewell Partners “ლიბერთი ბაკის“ შესყიდვაზე მოლაპარაკებებს ორი თვის განმავლობაში დაასრულებს