დიმიტრი ხუნდაძე ვარაუდობს, რომ ახალ პარლამენტშიც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება

დიმიტრი ხუნდაძე ვარაუდობს, რომ ახალ, მეცხრე მოწვევის პარლამენტში კვლავ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება.

“ამ საკითხზე კონსულტაციები მომავალ დღეებში გაიმართება, თუმცა ვვარაუდობ, რომ პარლამენტში იგივე საქმეს გავარგრძელებ, რასაც აქამდე ვაკეთებდი”,-აღნიშნა ხუნდაძემ და განმარტა, რომ მიმდინარე კონსულტაციებში ჯერ ჩართული არ ყოფილა.

“ყველა საკადრო გადაწყვეტილება შეთანხმდება გუნდთან. რაც შეეხება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს, ეს პრემიერის პეროგატივაა. გუნდთან შეთანხმების შემდეგ, თავად პრემიერი გააკეთებს განცხადებებს”,- აღნიშნა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, მზად არის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურას მხარი დაუჭიროს.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ასევ მზად არის, მხარი დაუჭიროს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას იმ შემთხვევაში, თუ ამით თვითმმართველი ორგანოები გაძლიერდება.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი: კამპანიას მთავარი გზავნილით ვაწარმოებდით, ქუთაისი ყოფილიყო საპარლამენტო ქალაქი
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: დარწმუნებული ვარ, პარლამენტს ეყოლება კარგი თავმჯდომარე