დიმიტრი ხუნდაძე: ნარკოპოლიტიკის კანონის ნაჩქარევი მიღება გაუმართლებელია

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტი უნდა იყოს ისეთი, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება შემცირდეს.”ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები არ დავიჭიროთ, მაგრამ ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება არ გავრცელდეს”- განაცხადა ხუნდაძემ.

“ამ კანონპროექტის გარშემო დავა ინიცირების დღიდან მიმდინარეობს, გამომდინარე იქედან, რომ ის შეიცავს მაღალ რისკებს და ამ ფორმით მიღების შემთხვევაში ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარებას გაზრდის, გაიზრდება ასევე კრიმინალი. ვფიქრობ, ამ მასშტაბის კანონპროექტი არამხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებლების, არამედ საზოგადოების იმ უდიდეს ნაწილის განხილვის და მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, რომელიც არ მოიხმარს ნარკოტიკებს. ამ მასშტაბის კანონის ასეთი ფორმით მიღება მიუღებელია,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ და დასძინა, რომ შესაბამისი საჯარიმო სანქციების ადეკვატური კოდექსის მიღება, ასევე დოზირება უნდა იყოს დაზუსტებული.

banner
წინა სტატიაში“პატრულებმა მიზანმიმართულად არ ჩართეს სამხრე კამერები…გვინდა, რომ დაისაჯონ”- პავლიაშვილის მეუღლე
შემდეგი სტატიაკახა კალაძემ თბილისის გენგეგმას ხელი არ მოაწერა