დიმიტრი ხუნდაძე გირგვლიანების ოჯახს ბოდიშს უხდის

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გირგვლიანების ოჯახს ბოდიშს უხდის. დიმიტრი ხუნდაძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მურუსიძის დანიშვნა არც ერთ მორალურ-ზნეობრივ სტანდარტში არ ჯდება. მან გარდაცვლილ სანდრო გირგვლიანის ოჯახს ბოდიში მოუხადა, რადგან დიმიტრი ხუნდაძემ ხმა მისცა მოსამართლეებს, რომელთაც მურუსიძის არჩევას მხარი დაუჭირეს.

“ჩემი პოლიტიკური გუნდის წევრებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ამ გადაწყვეტილებით არათუ მოხარულები არიან, არამედ ჩემს პირად პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, რადგან იმ მოსამართლეებს რომელთაც მურუსიძეს ხმა მისცეს პარლამენტში ჩემი ხმაც მათ ეკუთვნოდათ. გარკვეულწილად ვეთანხმები, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სისტემის მსხვერპლი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ადამიანი, არ გამოვრიცხავ, რომ ამ სისტემის მსხვერპლი ყოფილიყო მურუსიძეც, მაგრამ ვფიქრობ სწორედ მოსამართლეებს არ აქვთ უფლება იყვნენ რომელიმე სისტემის ან ქმედების მსხვერპლი. ამ შემთხვევაში ეს არის სწორედ უსამართლობა, მოსამართლეს არ აქვს უფლება იყოს უსამართლობის მსხვერპლი”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშითელავში მოკლულ პოლიციელებს ემშვიდობებიან (ფოტო)
შემდეგი სტატიაიოსებიძის ქუჩაზე “შირაქის პროდუქტის” ჯიხური გაქურდეს