დიმიტრი ხუნდაძე: აკაკი ზოიძეს წარმატებას ვუსურვებ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ აკაკი ზოიძეს წარმატებას უსურვებს.

ხუნდაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ აღნიშნული კომიტეტი საქმიანობას წარმატებით გააგრძელებს.

“ჯანდაცვის კომიტეტს უხელმძღვანელებს აკაკი ზოიძე, მე მას წარმატებას ვუსურვებ. მე დავიკავებ ამჯერად პირველი მოადგილის თანამდებობას.

ვფიქრობ, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წარმატებული იქნება მომდევნო პარლამენტის მოწვევაში”- განაცხადა ხუნდაძემ.

“ქართული ოცნება” ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აკაკი ზოიძეს წარადგენს.

banner
წინა სტატიაშიზაქარია ქუცნაშვილი: უმრავლესობამ ერთხმად დავუჭირეთ მხარი ირაკლი კობახიძის კანდიდატურას
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კამპუსი გახსნა