დილიდან შეკრებილი ვართ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და მიმდინარეობს მსჯელობა ამ საკითხებზე

ჩემ უკან დგას პოლიტიკური გუნდი, დილიდან შეკრებილი ვართ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და მიმდინარეობს მსჯელობა ამ საკითხებზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე კომენტირებისას განაცხადა.

კალაძის თქმით, ყველა თანხმდება, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვის არის მისაღები.

„ჩვენ ვისმენთ ასევე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გარკვეულ შენიშვნებს და მინდა, მივმართო ახალგაზრდებს, რომ დაწყებულია მუშაობა და ყველა ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არ არის არავისთვის მისაღები, ეს არის ერთი ძალიან დიდი სეროზული პრობლემა, რომელიც ყველას გვიქმნის პრობლემას ქვეყანაში.

შესაბამისად აქაც მათ თუ აქვთ ინტერესი ნახონ, როგორი მოსაზრება გვაქვს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და რას ვაპირებთ მომავალში.

ვთავაზობთ ახალგაზრდებს, რომ მობრძანდნენ, ჩვენი კარი ღია არის. ხელი არასდროს აღმართულა ჩვენსა და მოქალაქეებს, ჩვენსა და ახალგაზრდებს შორის. მზად ვართ დასხდნენ ჩვენთან ერთად მოისმინონ ჩვენი ხედვები და მიმართულებები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს რომ შევხედე,ისეთი შთაბეჭდილება მქონდა,თითქოს კუბოდან ამოიღეს
შემდეგი სტატიასრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება