დიკაპრიოს “ოსკარი” რესტორანში დაავიწყდა (ვიდეო)

მსახიობ ლეონარდი დი კაპრიოს, რომელმაც 29 თებერვალს მამაკაცის საუკეთესო როლისთვის “ოსკარი” აიღო, საკუთარი სტატუეტი რესტორანში დაავიწყდა – ამის შესახებ TMZ აქვეყნებს ფრანგენტებს საღამოდან.

დი კაპრიო კოლეგებთან ერთად დაჯილდოვებას ლოს ანჟელესის ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნავდა. გამოცემა BangShowBiz დეტალურად წერს: ზეიმის შემდეგ მსახიობი ქუჩაში გავიდა მანქანის მიმართულებით რამდენიმე ადამიანთან ერთად, როცა მასთან მამაკაცმა მიირბინა სტატუეტით ხელში.
“ხომ არ გნებავთ ეს თან წაიღოთ?” – ეკითხება მამაკაცი დი კაპრიოს და მას “ოსკარს” აჩვენებს. “დენს მიეცი” – პასუხობს მსახიობი და მის ერთ-ერთ თანმხლებზე აჩვენებს, თვოთონ კი მეორე თანმხლებს ბოთლს ართმევს.
BangShowBiz-ის ინფორმაციით, რესტორანში “ოსკარი” ხელიდან ხელში გადადიოდა და შეკრებილები სკანდირებდნენ “მგლის ხროვა, მგლის ხროვა”.

banner
წინა სტატიაში“მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობენ პირდაპირი ფრენების განვითარების მიმართულებით”
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა