დიდუბის პოლიციაში ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილეების დაკითხვა გრძელდება

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, სტადიონზე მომხდარი ინციდენტის მონაწილეების დაკითხვა გრძელდება.

დიდუბის პოლიციის სამმართველოს შენობაში რამდენიმე პირი გუშინაც დაკითხეს. დღეს ინციდენტში მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენლები დაიკითხებიან.

ბელიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები და უცხოელი სტუდენტები კონფლიქტის სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ.

დაკითხვაზე შესვლამდე, მათ კომენტარი არ გააკეთეს.

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე პარლამენტში დღესაც არ მივიდა
შემდეგი სტატიადედისა და ძმის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს 2 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა