დიდუბეში შენობის დემონტაჟისას ერთი მუშა დაიღუპა-გარდაცვლილი წალენჯიხის რაიონის მკვიდრია

დიდუბეში საცხოვრებელი კორპუსის კედლის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

შეგახსენებთ რომ დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე ​იტალიურ ეზოში ავარიული კორპუსის დემონტაჟის დროს კედელი ჩამოიშალა და მასში სამი მუშა მოჰყვა. კედლის ჩამონგრევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილი წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალიდანაა, რომელსაც ორსული მეუღლე და სამი შვილი დარჩა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.

banner
წინა სტატიაში15000 ოჯახის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
შემდეგი სტატიაუკრაინულმა სასამართლომ ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა გასცა