დიდთოვლობამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პრობლემები შექმნა

უამინდობა საქართველოში – დიდთოვლობამ პრობლემები რამდენიმე რეგიონში შექმნა, ჩაიკეტა სოფლებამდე მისასვლელი გზები. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რამდენიმე სოფელში გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

მაღალმთიან სამცხე-ჯავახეთში ამ წუთებშიც ინტენსიურად თოვს. ახალციხესა და ახალქალაქში გზებზე გადაადგილების პრობლემა არ არის, რადგან ტექნიკური მარილი იყრება, თუმცა ტრასებზე პრობლემები შეიქმნა.

ოფიციალური ინფორმაციით, შეზღუდვებია ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე, ასევე ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე, პრობლემებია ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მოძრაობა მისაბმელიანი და ნახევარად მისაბმელიანი ავტომობილებისთვის, ასევე აკრძალულია 30-ზე მეტი ადგილიანი ავტობუსების მოძრაობა, მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა ნებადართულია.

როგორც ცნობილია, რამდენიმე სოფელთან დამაკავშირებელ გზაზეც პრობლემებია, ამ წუთებში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება
შემდეგი სტატიაირმა ჭკადუა – დავით ასათიანის სახით ზაზა ხატიაშვილი საკუთარ მემკვიდრეს ტოვებს