დიდთოვლობა სვანეთში – 16 თემი გარესამყაროს მოწყვეტილია

დიდი თოვლობა სვანეთში

დიდთოვლობაა სვანეთშიც. მესტიის რაიონის 16 თემი გარე სამყაროს მოწყვეტილია. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მესტიის რაიონის სოფლების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

თოვლის საფარის სიმაღლემ სვანეთში მეტრანახევარს გადააჭარბა. სვანეთში უკვე მერვე დღეა, გადაუღებლად თოვს.

უშგულის მიმართულებით მოძრაობა შეწყვეტილია. ადგილზე სპცეიალური ტექნიკის მუშაობა ვერ ხერხდება. რაც შეეხება ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზას, აქ გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშირომელი სამინისტრო ასრულებს ომბუცმენის მითითებებს ყველაზე მეტად?!
შემდეგი სტატიასაქართველო-სომხეთის საზღვარზე რთული ვითარებაა