დიდმა პალატამ უნდა გადაწყვიტოს, დაანგრევს თუ არა სამოქალაქო სტაბილურობას

rustavi2რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, უზენაესი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აფასებს და უზენაესი სასამართლოში მიმდინარე სხდომის დეტალებს ასაჯაროვებს.

ნიკა გვარამიას აქვს ინფორმაცია, რომ იყო გადაწყვეტილება მიღებული, რომ საქმე უკან დაბრუნებულიყო, თუმცა არსებული ზეწოლიდან გამომდინარე საქმე პალატას გადაეცა.

ამის შესახებ ნიკა გვარამიამ გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ მას ინფორმაცია პირველწყაროდან აქვს.

„მათზე იყო უმძიმესი ზეწოლა. პრაქტიკულად ჰქონდათ მიღებული გადაწყვეტილება ქვედა ინსტანციაში დაბრუნების შესახებ, თუმცა არსებული ზეწოლიდან გამომდინარე, კომპრომისული ვარიანტზე მოსამართლეები დაითანხმეს და განსახილველად საქმე დიდ პალატას გადაეცა,“ – აცხადებს ნიკა გვარამია.

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი დიდ პალატაში საქმის განხილვისათვის სერიოზულ მომზადებას და საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვასა და ზეპირი განხილვის დროს არგუმენტების წარდგენას გეგმავს.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ დიდ პალატაში საქმის განხილვა არა მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებასა და ბიზნესსა და საინვესტიციო გარემოების სტაბილურობას შეუქმნის პრობლემას, რაც პირველმა ორმა ინსტანციამ დაადგინა, არამედ ამავე დროს ეკონომიკის მდგრადობისათვისაც სახიფათოა.

„დიდ პალატას აქვს ძალიან სერიოზული გამოცდა ჩასაბარებელი, დაანგრევს თუ არა ის სამოქალაქო სტაბილურობას ამ ქვეყანაში, ამ გადაწყვეტილებას ექნება მყისიერი შედეგი, რადგან არ შემოვა ინვესტორი, რადგან იფიქრებს, რომ მან რომ იყიდა ქონება 300 წლის თუ 30 წლის წინანდელმა მესაკუთრემ მოაკითხოს და ჩამოართვას. არსებული დავები კი უბრალოდ წალეკავს სასამართლოს,“ – აცხადებს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაში(video) ჩვენ არ დავღლილვართ და არც დავიღლებით ამ ბრძოლით – ზაალ უდუმაშვილი
შემდეგი სტატიაევროპაში გაითიშა Google-ის სისტემა