დიდი „რაზბორკები“ სამეგრელოში – რა ინტრიგებს უწყობს თოლორაია შონიას, გოგია გურორდავას და რატომ უღალატა გოგიამ თოლორაიას

სამეგრელოს გუბერნატორის სავარძლისთვის ბრძოლა პიკს აღწევს. როგორც „თაიმერისთვის“ ხდება ცნობილი, ზუგდიდის მაჟორიტარი ედიშერ თოლორაია პარლამენტარობაზე უარს ამბობს და გუბერნატორის სავარძლისთვის იბრძვის. „წესების გარეშე ბრძოლა“ ედიშერისთვის და ასევე მოქმედი გუბერნატორ შონიასათვის არახალია.

რამდენიმე დღის წინ, სამეგრელოში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელი დიტო სამხარაძე, „ოცნების“ წევრებთან ერთად ჩავიდა. ეს ის სამხარაძეა, რომელიც თავის თავს „ნამდვილს“ უწოდებს. რამდენად „ნამდვილია“, ეს სხვა საუბრის თემაა, მაგრამ სამხარაძესთან დაპირისპირებამ, როგორც კულუარებში ამბობენ, პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც მოქმედმა გუბერნატორმა საზოგადოებას მისი მემკვიდრის ვინაობა დაუსახელა – დავით კოდუა (გუბერნატორის მოადგილე), რასაც ედიშერ თოლორაიას მწვავე რეაქცია მოჰყვა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთმანეთს ძველი თუ ახალი კორუფციული ფაქტები და სქემები გაუხსენეს. ერთმანეთს ისიც წამოაძახეს, თუ ვინ რამდენი ხმა მიიღო რეალურად არჩევნებში. შონიამ 1-პროცენტიანი უწოდა ედიშერს…

ვინ ლობირებს ედიშერ თოლორაის?

ყველასთვის ცნობილია, ედიშერ თოლორაიას სიმამრი, ბიზნესმენი ღურწკაია, ყოფილ პრემიერთან ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. იმდენად დაახლოებული, რომ ზუგდიდში ჩატარებულ ერთ-ერთ წინასაარჩევნო მიტინგზე, ბატონმა ბიძინამ ხალხის მასაში მდგომიც კი ამოიცნო და ტრიბუნიდან ხელების ჯესტიკულაციით მიესალმა. ედიშერის ცოლის ძმა, რომელიც „ქართუ ბანკში“ მუშაობს და დანელია-გახარიას კლანის წევრად ითვლება, შეხვდნენ  N1   „ნამდვილს“ რათა მიეცა „დაბრო“, რომ ედიშერ თოლორაია გამხდარიყო სამეგრელოს გუბერნატორი. ასევე, პარალელურად, თოლორაიამ ზუგდიდში თავის მომხრეებთან ერთად მოამზადა ნიადაგი “დაყარა” ხმები სამეგრელოს გუბერნატორად მალე ედიშერ თოლორაია იქნებაო.

როგორც „თაიმერს“ წყარო უყვება, ეს კონსპირაცია გუბერნატორ შონიას ედიშერის კოლეგა პარლამენტარმა, მერაბ ქვარაიმ მოახსენა, რის შემდეგაც დაპირისპირება კულმინაციამდე მივიდა. პრაქტიკულად, მთელი სახელისუფლებო გუნდი ჩაერთო ედიშერის გუბერნატორობისთვის ბრძოლაში, მაგრამ პირველმა, „ნამდვილმა“ იკითხა, სამეგრელოში მოიგებთ არჩევნებს ან თუ გყავთ ისეთი პიროვნება, რომელიც ღირსეული იქნება ხალხის წარსადგენადო? ედიშერის მომხრეთა დაუფიქრებელი პასუხი იყო – დიახ, ჩვენ მოვიგებთ…


საქმე იქამდე მივიდა, რომ კვირიკაშვილი და გოგაშვილი თანხა იყვნენ , რომ “ბიზნესპარტნიორობის” მიუხედავად, შონია შეეცვალათ. ჯერჯერობით ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი, ვინ იქნება გუბერნატორი, თუმცა თოლორაია იმედიანდაა. იგი ამ დრომდე ფიქრობს, რომ  გახდება სამეგრელოს გუბერნატორი.

აქვე, იკვეთება მეორე გარემოებაც – ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი გია გულორდავა (ზუგდიდის ვიცემერი), რომელიც თავის დროზე ზუგდიდს მერს ლაშა გოგიას და ლევან შონიას ლობირებდა, დაპირისპირებულია შონიას კლანთან. წყაროს ცნობით, ამ კლანს უნდა გია გულორდავას მოშორება, რადგან ეჭვობს, რომ  გია გულორდავა ედიშერ თოლორაის მხარესაა.


ინფრასტრუქტურის მინისტრი ალავიძე ზუგდიდის მერის, ლაშა გოგიას თანაკურსელია. ჰოდა, გოგიას მისთვის უამბია თავისი მოადგილის, გია გულორდავას „საქმიანობაზე“ და სიტყვა ნარკომანობაზეც გადაუკრავს. წყაროს ინფორმაციით, ალავიძემ დაავლა სუსს,  გაერკვია გულორდავას ბიოგრაფია და მისი ნარკომანობა. როგორც კი გაიგო გულორდავამ აღნიშნულის შესახებ  საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა,რასაც ვიცემერის მიერ საკუთარ კაბინეტში გოგიას „ამოყირავება“ მოჰყვა.  

ედიშერ თოლორაია ყველანაირ პასუხისმგებლობას იღებს, ოღონდ გუბერნატორი გახდეს და შონია მოაცილონ. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, შონიამ ედიშერს „საზრდო“ წაართვა. მოქმედი მერი გოგია, რომელიც ედიშერის მოყვანილია, შონიას ბანაკში გადაბარგდა და ებრძვის ედიშერ თოლორაიას.
„იმდენად დალპა სამეგრელოში სიტუაცია, რომ ხელისუფლება იძულებულია, ცვლილებები განახორციელოს. „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ეშინია არჩევნების – მაჟორიტარობის კანდიდატი, პრაქტიკულად, არ ჰყავს. ზუგდიდი დარჩა ედიშერ თოლორაიასა და შონიას ამარა. სხვა არჩევანი დღეს სამეგრელოში ქართულ ოცნებას არ გააჩნია. ეს ფაქტია!“ – აცხადებს წყარო, რომელიც ყველაფერ ზემოთქმულის თვითმხილველია.

banner
წინა სტატიაშიკომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური და მისი მოადგილე კანონით დადგენილ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ-გამჭვირვალობა
შემდეგი სტატიაბესელია: ჩვენი ინტერესია, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩავიდეს