დიდი ოდენობით „Marlboro“- ს სიგარეტის უაქციზოდ შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა – რეალიზაციის ფაქტზე ორი მოქალაქე, კარენ გასპარიანი და ანზორ პალატიანი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე მოახდინეს დიდი ოდენობით სიგარეტი “MARLBORO”-ს რეალიზაცია.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ ველიჯანაშვილი: პროკურატურამ მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდება წაუყენა
შემდეგი სტატიასაარჩევნო თემებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება