დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ე.წ. კანონიერი ქურდობისთვის ნასამართლევი პლატონ მამარდაშვილი და კიდევ ოთხი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი და მათ შორის წარსულში ე. წ. კანონიერი ქურდობისათვის ნასამართლევი, პლატონ მამარდაშვილი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, მამარდაშვილმა, ჯგუფის კიდევ ოთხ წევრთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა დიდი ოდენობით ყალბი ას დოლარიანი კუპიურების გასაღებას, რა დროსაც, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს დაჯგუფების 3 წევრი, ხოლო მამარდაშვილისა და სორდიას აყვანა მოხდა მათი საცხოვრებელი სახლებიდან.

დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 10 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიია ანთაძე: ასათიანმა შეძლო და საჯაროდ, ყველას თვალწინ, კომფორტის ზონა დაატოვებინა ბიძინა ივანიშვილს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია კალიფორნიაში ისევ არეულობის მიზეზი გახდა