დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული, საქართველოს ტერიტორიაზე ახდენდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ბრენდირებული ალკოჰოლური სასმელის – David-ის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციას.

საგამოძიებო სამსახურის მიერ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 700 ერთეული უაქციზო ალკოჰოლური სასმელი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“ძალიან სერიოზული კონტრარგუმენტები” – ეკა ბესელია პრეზიდენტის ვეტოს აკრიტიკებს
შემდეგი სტატიაძვირფასი ლითონის ნივთები დაზიანებული არაა-“ბავშვთა სამყაროს” შენობაში მოვაჭერეები, ოქროს ბირჟის საცავებში შეიყვანეს