დიდი მსხევერპლშეწირვა „ოცნებაში“ რა მიზეზით მოხსნიან კულტურის მინისტრს

დიდი მსხევერპლშეწირვა „ოცნებაში“ რა მიზეზით მოხსნიან კულტურის მინისტრს

დიდი მსხევერპლშეწირვა „ოცნებაში“ რა მიზეზით მოხსნიან კულტურის მინისტრსდიდი მსხევერპლშეწირვა „ოცნებაში“
რა მიზეზით მოხსნიან კულტურის მინისტრს

„თაიმერი“, დაშიფრულ წყაროებზე დაყრდნობით, უკვე წერდა, რომ იანვრის თვეში მორიგი სამთავრობო კარუსელის მოწმენი გავხდებით. ამ დღეებში კი ჩვენთვის მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ რეორგანიზაციაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. კერძოდ, როგორც ჩვენი ინკოგნიტო რესპოდენტები იტყობინებიან, სამთავრობო ცვლილებების მიზეზი აუდიტის ეროვნული სამსახურის მიერ ბოლო დროს გამოქვეყნებული დსკვნა გახდება.
„მოგეხსენებათ, აუდიტის დასკვნაში ერთ-ერთი მნიშვნელოვაი ადგილი კულტურის სამინისტროს უკავია. ისიც ცნობილია, რომ კულტურის მინისტრი ამ დასკვნას არ ეთანხმება, მაგრამ შემიძლია, ასი პროცენტით გითხრათ, რომ მიხეილ გიორგაძის მოხსნა გადაწყვეტილია,“ – უთხრა „თაიმერს“ კულუარებში გათვითცნობიერებულმა ადამიანმა და დასძინა, რომ კულტურის მინისტრის მოხსნა პრემიერისთვის ერთგვარი სიგნალი იქნება.
„მთელმა თბილისმა იცის, რომ გიორგაძე ღარიბაშვილის კადრია. იმ შემთხვევაში, ივანიშვილი სხვანაირად რომ ფიქრობდეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რომ კულტურის სამინისტროში არსებულ დარღვევების თაობაზე აუდიტის დასკვნა არ გასაჯაროვდებოდა, მაგრამ როგორც ვიცი, „ოცნებაში“ მორიგი მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებიან და ეს პირადად მე არც მიკვირს, რადგან საარჩევნო წელია, თან დააკვირდით, პოლიტიკა როგორ აიჭრა,“ – ამბობს ჩვენთან საუბრის დროს ინკოგნიტო რესპოდენტი.
„თაიმერი“, რასაკვირველია, დაინტერესდა და თანამოსაუბრეს ტერმინის – „პოლიტიკა აიჭრა“ – განმარტება სთხოვა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:
„შეიძლება, ბევრს არ სჯერა, მაგრამ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლა ჩვენს პოლიტიკურ ორბიტაზე დიდ რყევებს გამოიწვევს. კი ბატონო, დავუშვათ, რომ ბურჭულაძე რაღაცით სააკაშვილთან არის მიბმული – სოციალურ ქსელებში სურათც „დატრიალდა“, რომელიც როგორც აღნიშნეს, პაატამ მიშასთან ამ ზაფხულს გადაიღო, მაგრამ ეს მსოფლიო დონის ბანისთვის კომპრომატი მაინც არ არის, რადგან თუ ასე მივუდგებით საკითხს, პაატა ამას წინათ, ბიძინასაც შეხვდა. ახლა, როგორც მე ვიცი, ამ შეხვედრამ ძალიან დელიკატურ ვითარბეაში ჩაიარა, ანუ გასაგებად რომ ვთქვა, ზედმეტი არც სტუმარს უთქვამს და არც – მასპინძლეს. დიახ, ეს ჩვეულებრივი პროტოკოლური სტუმარ-მასპინძლობა იყო და „ოცნებისა“ და ბურჭულაძის სამომავლო თანამშრომლობაზე სიტყვაც არ თქმულა. ამ და კიდევ სხვა დეტალების გათვალისწინებით, ხელისუფლებაში ყველა ხვდება, რომ ბურჭულაძის ფაქტორი 2016 წლის არჩევნებზე თავის საქმეს გააკეთებს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბიძინაზე ნაკლები ქველმოქმედი არც ბურჭულაძეა. უფრო მეტიც, თუ პოლიტიკაში მოსვლამდე ივანიშვილი მხოლოდ სახელმწიფო პროექტებს აფინანსებდა, ბურჭულაძე თავიდან ბოლომდე სოციალურ თემებზეა ორიენტირებული, ანუ მისი ფონდი „იავნანა“, ძირითადად, გაჭირვებულ და მრავალშვილიან ხალხს ეხმარება. ხალხს კი, მოგეხსენებათ, მუდმივად მესიის მოთხოვნილება აქვს. ამიტომ, ბევრი რომ აღარ მივედ-მოვედო, ბურჭულაძე პოლიტიკაში დიდი „ფიშკაა“, თან მასზე კომპრომატებიც არ არსებობს. აქედან გამომდინარე, „ოცნება“ ქმედებაზე უნდა გადავიდეს. ამ ქმედების ერთ-ერთი სეგმენტი კი, მინისტრთა კაბინეტის შეცვლა იქნება,“ – ასეთ პროგნოზს აკეთებს ჩვენი წყარო.
„თაიმერი“ დაინტერსდა, თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდება, მაშინ, რატომ უნდა დაიწყოს სამთავრობო წმენდა კულტურის მინისტრთ და არა, მაგალითად, ფინანსთა მინისტრით, რომლის მიმართაც მოსახლეობას უფრო მეტი ინფორმაცი აქვს და ხადურის ციკანზე ლეგენდებიც დადის. ამ თემაზე საუბრის დროს ჩვენმა წყარომ ასეთი ლოგიკა განავითარა:
„კი ბატონო, ხადურის გათავისუფოება უფრო ხმაურიანი და, ალბათ, ეფექტურიც იქნება, მაგრამ წარმოიდგინეთ, კულტურის მინისტრი გაფლანგვის, ანუ აუდიტის დასკვნის საფუძველზე რომ გაუშვან, უფრო ეფექტური არ იქნება? ბოლოს და ბოლოს, მერე ხელისუფლებას სალაპარაკო ექნება, რომ უყაირათო ჩინოვნიკებს თვითონვე ებრძვის, მით უმეტეს, ეს იმ ფონზე, როცა „ნაცმძრაობა“ და სხვა ოპოზიცია გაუთავებლად პრემიებსა და ხელფასებზე ლაპარაკობს. გარდა ამისა, როგორც წეღან აღვნიშნე, ყველამ იცის, რომ მიშა გიორგაძე პრემიერის კადრია. შესაბამისად, მისი გაშვება თუნდაც ოპოზიციას მისცემს აჟიოტაჟის საბაბს, აი, ბიძინამ ღარიბაშვილზე გული აიცრუაო, ანუ ახალი სანახაობა შეიქმენება. იმ დროს, როცა ქვეყანაში ცუდი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, სანახაობა ყველაზე კარგი გამოსავალია, რომ ხალხის ჭკვა და გონება სხვა რამეზე გადაერთოს.“
სხვთა შორის, მიშა გიორგაძის შესაძლო მოხსნზე ჩუმ-ჩუმად თავად კულტურის სამინისტროს თანამშრომლებიც ლაპარაკობენ და იმის იმედსაც გამოთქვამენ, რომ ამ ეტაპზე განხორცილებული ცვლილების დროს მაინც მოაცილებენ სამინისტროს მანანა ბერიკაშვილს, რომელიც მიშა გიორგაძემ, როცა მინისტრი გახდა, მოადგილედ აღარ დაასახელა, მაგრამ როგორც „თაიემრს“ უთხრეს, ამის მერე საქმეში რამდენიმე ცნობილი მსახიობი ჩაერია და ბიძინა ივანიშვილს სთხოვა, რომ მანანა ბერიკაშვილი სამსახურში დაეტოვებინა. შესაბამისად, ყოფილმა პრემიერმა შუამავლებს ანგარიში გაუწია.
„კიდევ ერთი ნაბიჯი, რაც არჩევნების წინ „ოცნების“ სასარგებლოდ იმუშავებს, ალბათ, პენსიების 20 ლარით გაზრდა იქნება. „ნაციონალები“, მოგეხსენებათ, ამტკიცებდნენ, რომ ხელისუფლებას პენსიის 50 ლარით გაზრდა შეეძლო, მაგრამ არ ზრდიდა. ახლა, აქცენტის დასმა პენსიის გაზრდაზე მაინცდამაინც აღარ გამოდგება. ამიტომ, „ნაცმოძრაობა“, დარწმუებული ვარ, სხვა თემას მოძებნის, თუმცა თუ რამდენიმე მინისტრს აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაშუვებენ და თბილისის მერიც თანამდებობას საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვებს, მიშას გუნდს ამ კუთხით სალაპარაკო თითქმის აღარ ექნება. მოსახლეობაზე კი, რომელსაც შია, ყველაზე კარგად სწორედ მსგავსი თემები მუშაობს. ისე, არ მგონია, რომ პაატა ბურჭულაძე „ოცნებას“ რადიკალურად დაუპირისპირდეს. მისი პიარი, ალბათ, უფრო მომავალ კეთილდღეობაზე და იმაზე იქნება აგებული, რომ ხალხი უკეთეს ცხოვრებას იმსაუხრებს. არ ვიცი, ეს მესიჯები ბოლომდე გაამართლებს თუ არა, მაგრამ დამერწმუეთ, წინ დიდი ამბები გველოდება, იმაზე დიდი, ვიდრე მსოფლიო ტერორიზმია, თან ხომ ნახეთ, საქართველო ტერორისტების სამიზნე ქვეყნებში არ არის შეყვანილი. ჰოდა, ჯობია, ჩვენი მკვდარი ვიტიროთ, მსოფლიო კი ტერორისტებს როგორმე უჩვენოდაც მიხედავს,“ – ასე დაასრულა „თაიმერთან“ დღევანდელი საუბარი ჩვენმა რესპოდენტმა, რომელმაც ტრადიციას არც ამ შემთხვევაში უღალატა და თავისი ვინაობის კონფიდენციალობა მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშითურქეთ-რუსეთის სამხედრო თანაფარდობა…
შემდეგი სტატია„რუსეთმა ვერ გაუბედა ნატოს იმაზე მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი დიპლომატიური დემარში ან პროტესტი იყო“