საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკმისარ დიმიტრის ავრამოპულოსს მადლობას უხდის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა “ტვიტერზე“ დაწერა.
“დიდი მადლობა ბატონო ავრამოპულოს თქვენი პოზიტიური კომენტარისთვის. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი არის იმ რთული სამუშაოს აღიარება, რომელიც ყველა ქართველმა შეასრულა”, – წერს კვირიკაშვილი.
ევროკავშირმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურა დაიწყო. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა, დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს დღეს წარუდგინა.