“დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტი და ევროპული საბჭო დროებითი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას შობამდე შეძლებს”

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პარლამენტი და ევროპული საბჭო დროებითი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას შობამდე შეძლებს.

ამის შესახებ ჰანმა „მოამბის“ ჟურნალისტთან საუბრისას ბრიუსელში განაცხადა.

მისივე თქმით, დროებითი შეჩერების მექანიზმი წინაპირობაა ვიზალიბერალიზაციისთვის.

„მე ყოველთვის ოპტიმისტი ვარ. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს მივაღწიეთ. მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ პარლამენტი და ევროპული საბჭო დროებითი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას შობამდე შეძლებს.

როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, დროებითი შეჩერების მექანიზმი წინაპირობაა ვიზალიბერალიზაციისთვის. შეთანხმების შემდეგ ტექნიკური მხარე დარჩება. შესაძლოა, პარლამენტში კენჭისყრა თებერვალში ან მარტში შედგეს. დაგვჭირდება დრო გადაწყვეტილების აღსასრულებლად და დოკუმენტების თარგმანი, რასაც დაახლოებით ერთი ან ორი თვე დასჭირდება“,- განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პარტნიორობის ფორუმი გაიმართა, სადაც ვიზალიბერალიზაციაზე ევროკომისარმა სიტყვით გამოსვლისასაც ისაუბრა.

ფორუმს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც ესწრებოდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე – ე.წ კასრების საქმეზე ყველა საჯარო მოხელე, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, პასუხისგებაშია მიცემული
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე: კრწანისის ბაზაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიება დასკვნით ფაზაზეა