დიდი ცემა-ტყეპა ზუგდიდის „ოცნების“ ოფისში

zugdidi„ოცნების“ ზუგდიდის ოფისში, როგორც „თაიმერისთვის“ გახდა ცნობილი, ნამდვილი ცემა-ტყეპაა გამართული. საქმე ეხება პარტიულ თანამდებობას, რომლის გამოც ერთმანეთს სამი ადამიანი ხოცავს.
„საკრებულოს თავმჯდომარის სკამისთვის ერთმანეთს „ქოცი“ მაიზერ ნანავა, „გაქოცებული“ ნაცი გონელ ნაჭყებია და ღირსებაგაყიდული, საეჭვო რეპუტაციის მქონე, ყოფილი „რესპი“ თემურ მარკოზია ებრძვიან. წუხელ, როგორც მე გავიგე, ნანავა და მარკოზია „ოცნების“ ოფისში ერთმანეთს ხელითაც შეხებიან,“ – უთხრა „თაიმერს“ წყარომ.
შეგახსენებთ: თემურ მარკოზიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელები“ რამდენიმე ხნის წინა დატოვა და, როგორც მაშინ ითქვა, ეს გადაწყვეტილება მან სუს-ის ზეწოლით თუ მასთან გარიგებით მოხდა – „რესპუბლკელების“ დატოვების სანაცვლოდ ისინი მარკოზიას საკრებულოს თავმდომარეობას პირდებოდნენ. “ისე, ზუგდიდში ხალხი მარკოზიას „ატკატების მამასაც“ ეძახის და სავსებით შესაძლებელია, რომ სუს-მა კომპრომატები დაუდო და დააშანტაჟა” – ამბობს “თაიმერის” წყარო.

banner
წინა სტატიაშიდათო ტურაშვილის ორმაგი სტანდარტი
შემდეგი სტატიააბდულაჰ ოჯალანს ოჯახის წევრთან შეხვედრის უფლება მისცეს