დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ქრონიკასთან“ ინერვიუში განაცხადა.

„ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ დიასპორის სამინისტრო სავარაუდოდ, შეუერთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, პრემიერის თქმით, არჩევნები დასრულებული არ არის და საბოლოო კონსულტაციები სამთვრობო ცვლილებებზე გაიმართება იმ უმრავლესობასთან, რომელიც მეორე ტურის შედეგად ჩამოყალიბდება.

“ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ამ საკითხზე. ასეთი გადაწყვეტილება მივიღე პირადად, რომ სამინისტროების დიდი შერწყმა და გაერთიანებები არ გავაკეთოთ, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან დიდი ტურბულენციები, მაგრამ, რა თქმა უნდა, სამინისტროების სტრუქტურაში, შიგნით იქნება გარკვეული ცვლილებები და მთავრობის ადმინისტრაციული დანახარჯების მიმართ იქნება ძალიან კონსერვატიული მიდგომა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკალაძის აზრით, უსუფაშვილმა “რესპუბლიკელების” საარჩევნო სლოგანი – გავთავისუფლდეთ, სისრულეში მოიყვანა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა, ლარი გამყარდეს