“დიახ, მე ვიხევ უკან” – თეა წულუკიანი მოსამართლეებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მზად არის სასამართლო სისტემის რეფორმირების ფარგლებში, უარი თქვას მისივე ერთ-ერთი ინიციატივის განხორციელებაზე, რომელიც მოსამართლეებისთვის, მათი დანიშვნის შემდეგ, სამ წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას გულისხმობს.

„დიახ, მე ვიხევ უკან, რადგან თქვენ ვენეციის კომისია და ევროპარლამენტი ერთ აზრზე ხართ,“ – უთხრა დღეს სასტუმრო „რედისონში“ შეკრებილ მოსამართლეებს თეა წულუკიანმა.

გამოსაცდელი ვადა არ დაუწესდებათ მხოლოდ იმ მოსამართლეებს, რომლებმაც 10 წელი სასამართლო სისტემაში უკვე იმუშავეს და ახლა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ისინი ხელახლა გაამწესა.

თეა წულუკიანის თქმით, მის იდეას, რომ გამოსაცდელი ვადა ყოფილიყო დაწესებული ყველა მოსამართლისთვის, მოსამართლეებთან ერთად არ დაეთანხმა ვენეციის კომისია და ევროპარლამენტი.

თუმცა, იუსტიციის მინისტრმა დღესვე მოსამართლეებს უთხრა, რომ არ აპირებს შეცვალოს საკუთარი გადაწყვეტილება საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების შესახებ და რეფორმის ამ ტალღას ბოლომდე მიიყვანს.

შეგახსენეთ, რომ დღეს დილიდან სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს იუსტიცი უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით კონფერენცია „სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები“ იმართება.

banner
წინა სტატიაში„პრეზიდენტის შეფასებები ზეწოლად ვერანაირად ვერ ჩაითვლება“
შემდეგი სტატიაH1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა