(VIDEO) “დიახ, მე ბალასტად ვთვლი ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციის მუნდირს,” – მღებრიშვილი

შს მინისტრი ოპტიმიზაციის შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დამატებით კომენტარს აკეთებს განმარტავს თუ ვის გულისხმობდა სიტყვა “ბალასტში.”

“გუშინ არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა ჩემ განცხადებაზე, რომელიც ოპტიმიზაციას ეხებოდა, მე ვიხმარე სიტყვა ბალასტი – დიახ, მე ბალასტად ვთვლი ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციის მუნდირს და ესეთი ადამიანები გათავისუფლებული იქნებიან თანამდებობიდან. 40 ათასამდე თანამშრომელი გვყავს და შესაძელებელია ასეთებიც არსებობდნენ.

“თანამდებობებს შეინარჩუნებენ ყველა ის ღირსეული პოლიციელები, რომლებიც ჯანმრთელობის, სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ თქვენს უსაფრთხოებას,”-განაცხადა მღებრიშვილმა.

მინისტრის თქმით არსებობს შემთხვევები, როდესაც ასეთი პოლიციელები გამოვლენილან.

„რა არის აქ გასაკვირი, რომ ჩვენ მათგან გავთავისუფლდეთ,“-აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=xe4AzCpo_VQ&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიოფიცერს თუ ჯარისკაცს, რომელსაც შეიძლება მოუწიოს სამსახურის დატოვება, სახელმწიფო მისცემს კომპენსაციას-ირაკლი სესიაშვილი
შემდეგი სტატიაპოლიციელის მხრიდან ჟურნალისტზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფა- მღებრიშვილი გასვიანის ცემაზე