დი კაპრიო ჩელიაბინსკის გუბერნატორმა რეგიონის ტურიზმის სახედ მიიწვია

რუსეთში, ჩელიაბინსკის მხარის გუბერნატორმა ბორის დუბროვსკიმ, ამერიკელი მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო მოიწვია და შესთავაზა ჩელიაბინსკის ტურიზმის სახე გახდეს – ამის შესახებ გუბერნატორის პრეს-სამსახური ავრცელებს ინფორმაციას – წერს რუსული სააგენტო “ტასი”.

“ჩვენ შეგვიძლია მას ჩვენი ტურისტული შესაძლებლობები ვაჩვენოთ, ტურგოიაკის ტბა, ზიურატკული. ჩვენ გადავწყვიტეთ მსახიობს შევთავაზოთ გახდეს სამხრეთ ურალის ტურისტული სახე” – ნათქვამია განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია რა უპასუხა ჩელიაბინსკის გუბერნატორს 41 წლის მსახიობმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ფლეშ-მეხსიერებების მასობრივი შეგროვება დაიწყო
შემდეგი სტატიაეკა მიშველაძე მედიაზე კონტროლის დამყარების მცდელობის ნაწილად აფასებს საკუთარი გადაცემის დახურვას