დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა პაატა ბურჭულაძის პარტია “ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანის” შეთავაზებას

დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა პაატა ბურჭულაძის პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” პოლიტიკური გაერთიანება “ვაშაძე-ჯაფარიძე -ახალი არჩევანის” შეთავაზებას საარჩევნო გაერთიანებაზე.

პაატა ბურჭულაძის პარტიის წერვები გიორგი ვაშაძეს, ზურაბ ჯაფარიძეს და მამუკა კაციტაძეს პარტიის ოფისში ხვდებიან.

საარჩევნო ბლოკმა – „ვაშაძე, ჯაფარიძე- ახალი არჩევანი“ პაატა ბურჭულაძის მოძრაობას გაერთიანება გუშინ შესთავაზეს.

გიორგი ვაშაძის თქმით, პოლიტიკოსებმა, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და საერთო ფასეულობები, მკვეთრად გამოხატული დასავლური ღირებულებები, უნდა გააერთიანონ საკუთარი ძალები და გამოცდილება საქართველოს კეთილდღეობისათვის.

“ვფიქრობთ, რომ ჩვენი მოსახლეობა არ იმსახურებს არჩევანს ცუდსა და აურესს შორის, „ქართულ ოცნებასა“ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, საქართველო იმსახურებს ახალ, უკეთეს მომავალს”, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიბურჭულაძის პარტია თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატმა დატოვა
შემდეგი სტატია“მე ყველა ჯანსაღ ძალას შევთავაზე გაერთიანება”- ბურჭულაძე ახალი გაერთიანების შესაძლო შექმნას მიესალმება