“დღეში ხუთჯერ არ მყოფნიდა” – საჭიროა თუ არა სექსუალური დამოკიდებულების მკურნალობა

სექსუალურ დამოკიდებულებას ქვია თუ არა აშლილობა? სპეციალისტებს ამ საკითხზე ერთნაირი პასუხი არა აქვთ. ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ ადამიანებს, რომელთაც მსგავსი პრობლემები აქვთ, აუცილებელია უფასო დახმარება ჰქონდეთ ეროვნული ჯანდაცვის ორგანიზაციებიდან.
ორი სექსოგოლიკი საკუთარ რთულ გამოცდილებაზე საუბრობს “ბიბისისთან”.

“იყო დღეები, როცა დღეში ხუთჯერაც მინდოდა სექსი, ზოგჯერ ესეც საკმარისი არ იყო” – სამი შვილის დედა 37 წლის რებეკა ბარკერი ამბობს საკუთარ დაუკმაყოფილებელ სექსუალურ ლტოლვასთან დაკავშირებით, რამაც ოთხი წლის წინ მას ყველაზე ახლობელ ადამიანთან ურთიერთობები გააწყვეტინა. ამ ლტოლვის გამო ის გამუდმებით სთხოვდა თავის მაშინდელ ქმარს სექსს.
“ფაქტობრივად, ეს იყო პირველი, რაზეც ვფიქრობდი დილიდანვე, ამისგან თავს ვერ ვიხსნიდი. მეგონა, რომ ყველაფერი ჩემს ირგვლივ მხოლოდ ამას მახსენებდა. შესაძლებელია ეს ჩემს დეპრესიას და სეროტონინის ნაკლებობას უკავშირდებოდა. თითქოს მთელი ჩემი სხეული მხოლოდ ამას ითხოვდა” – ყვება რებეკა.

“სექსი ერთ წამში მაძლევდა ძალას, მაგრამ ხუთი წუთის შემდეგ ისევ უკმარისობას ვგრძნობდი. ყველას გავერიდე. სახლში ვიჯექი, მრცხვენოდა, რომ ეს იყო ის ყველაფერი, რაზეც შემეძლო ფიქრი. იმის მიუხედავად, რომ ჩემს აზრებს ვერავინ წაიკითხავდა, სხვებთან თავს უხერხულად ვგრძნობდი” – აგრძელებს რებეკა.

სექსუალურმა დამოკიდებულებამ რებეკასა და მისი პარტნიორის ურთიერთობაზე გავლენა იქონია, იმის მიუხედავად, რომ მას თავდაპირველად მოსწონდა რებეკას გაზრდილი მოთხოვნები. საბოლოოდ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. “თავდაპირველად ის ამას ნორმალურად იღებდა, მაგრამ ბოლოს ვერ მიგებდა. რამდენიმე თვის შემდეგ შეკითხვების დასმა დამიწყო იმაზე საიდან და რატომ მაქვს ეს. მან დამადანაშაულა იმაში, რომ კიდევ სხვასთან მაქვს რომანი – ფიქრობდა, რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობ და ამიტომ მინდა მასთან სექსი” – ბარკერი ამბობს.
2014 წლის ნოემბერში რებეკა ქმარს დაშორდა და დროებით საკუთარ დედასთან გადავიდა საცხოვრებლად.

“სანამ წავიდოდი, მას ვუთხარი, რომ დასვენება მინდა. მან გამიშვა, მაგრამ ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა ძალიან მალე შეწყდა კიდეც. ამ დროისათვის უკვე დავდიოდი ფსიქიატრთან. ექიმი სულ იმას მიმტკიცებდა, რომ შეუძლია სხვა წამალი შემომთავაზოს, მაგრამ ერთხელაც არ უთქვამს, რომ არსებობს მხარდამჭრი ჯგუფები ან მსგავსი” – ამბობს რებეკა.

2012 წელს რებეკას დიაგნოზი “დეპრესია” დაუსვეს მესამე შვილის დაბადების შემდეგ. მას შემდეგ, რაც 2014 წელს ის ცუდად გახდა და სექსუალური დამოკიდებულება დაეწყო, მან სამსახური გამოიცვალა, ქმარს დაშორდა და საფრანგეთში გადავიდა საცხიოვრებლად. “ჩემი ცხოვრება შევცვალე, რომ დეპრესიასთან და სექსუალურ დამოკიდებულებასთან მებრძოლა და ეს ბევრ რამეში დამეხმარა” – ამბობს რებეკა.

ადამიანებს, რომლებიც სექსუალურ დამოკიდებულებას განიცდიან, უფასო ფსიქოლოგიური დახმარება უნდა ჰქონდეთ ეროვნული ჯანდაცვის სისტემის ფარგლებში – ამ მოწოდებას აკეთებს ბრიტაენთული არასამთავრობო ორგანიზაცია Relate, რომელიც ოჯახურ წყვილებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. ორგანიზაცია სექსუალურ დამოკიდებულებას განსაზღვრავს როგორც “ნებისმიერი სახის სექსუალური აქტიურობა, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარება”. ფსიქოლოგიურ სამსახურში “სექსუალური დამოკიდებულებისა და აკვიატებული მდგომარეობების თერაპიის ასოციაცია” ფიქოლოგ-სექსოლოგების რაოდენობა უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე 170 ადამიანამდე გაიზარდა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რომელიც 2013 წლიდან 21 058-მა ადამიანმა შეავსო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე, რომელიც სექსუალურ დამოკიდებულაბას მკურნალობს, სექსუალური აშლილობა ძირითადად მამაკაცებს აქვთ. მათგან ყველაზე დიდი ჯგუფს 31%-ს შეადგენენ მამაკაცები 25-35 წლის ასაკში, 1% 16 წელზე ნაკლები, 55 წელზე მეტი – 8%. ელოდებიან, რომ 2019 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია “სექსუალურ ფონზე აშლილობას” ავადმყოფობის კლასიფიკაციას მიანიჭებს.
ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის ექსპერტების აზრი იყოფა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა სექსუალური დამოკიდებულება აშლილობა.

გრემი – სახელი მისი თხოვნით შეცვლილია, აღიარებს, რომ სექსუალურმა აშლილობამ იქამდე მიიყვანა, რომ ცოლის ღალატი დაიწყო “ასობით პროსტიტუტთან”, რაც, თავის მხრივ მასში სინდისის ქენჯნას იწვევდა. “როცა ასეთი ფართომასშტაბური დამოკიდებულება გაქვს, მხოლოდ ამაზე ფიქრობ, დილიდან საღამომდე. ეს საშინელება იყო. ამაზრზენიც კი. ამაში არაფერია “სექსუალური”. ეს ცხოვრებას მინგრევდა” – ამბობს გრემი. ის ახლა 60 წელს გადაცილებულია. წლების მანძილზე ის სექსში ასობით ფუნტს ხარჯავდა, რამდენიმე ქალთან ერთდროულად ქონდა ურთიერთობა. “სამსახურში ერთი რომანი მქონდა, შემდეგ სხვა. შემდეგ მივხვდი, რომ ყველაზე სწრაფი და ჩემთვის მისაღები ფორმა სექსში ფულის გადახდა იყო. მე ვხვდებოდი სექსუალურ მუშაკებს და სააგენტოების გოგოებს, კვირაში სამ-ოთხჯერ” – ამბობს გრემი. რომელიც თვლის, რომ ეს დამოკიდებულება იგივეა, რაც ალკოჰოლისადმი. გრემმა ორმაგი ცხოვრება მაშინ დაასრულა, როცა ცოლმა ელექტრონული წერილი აღმოაჩინა და მისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. ამის შემდეგ მან ფსოქოლოგიურ დახმარებისთვის მიმართა ორგანიზაცია “ანონიმურ სექსოგოლიკებს”, რომელთაც ბრიტანეთში 78 ოფისი აქვთ. ამის შემდეგ გრემს სექსისგან თავის შეკავება შეუძლია. “ეს როცა აღმოვაჩინე, ვთქვი, ღმერთო, იქნება ახლა შეიცვალოს რამე. ეს სინდისის ქენჯნის ისეთი შემსუბუქებაა, როცა ხედავ სხვებსაც, რომლებიც იგივე მდგომარეობაში არიან” – აღიარა გრემმა და მსგავს მდგომარეობაში მყოფებს მიმართავს, რომ გამოსავალი არის და რომ შეიძლება ამ “ჯადოსნური წრიდან გაღწევა”.

ორგანიზაცია Relate -ის ფსიქოლოგი ამბობს, ფსიქოთერაპევტული დახმარება და ჯგუფური სესიები სექსოგოლიკებს ძალიან ეხმარებათ პრობლემის გადაჭრაში.
ბრიტანეთის ჯანდცვისა და სოციალური დახმარების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ სექსუალური დამოკიდებულება აქვთ, შეუძლიათ მიმართონ დახმარებისთვის ვებ გვერდიდან NHS Choices, სადაც ყველა საჭირო კონტაქტია ერთად მოცემული, ისეთი ორგანიზაციების, როგორიცაა Relate, Sexaholics Anonymous, SAA და ATSAC.

მასალა გამოქვეყნდა “ბიბისიში”.

banner
წინა სტატიაში​საქართველოს პრეზიდენტი არმენ სარქისიანს ესაუბრა
შემდეგი სტატიასომხეთში პოლიციის პოლკოვნიკი ბანკის დაყაჩაღებისას დააკავეს