“მე დღეს ვიხილე ნამდვილი ჩრდილოეთ კორეა- თენგიზ ჯგუშია

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ შეხვედრა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას ეხებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა. მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ დარბაზში მოხვედრა შერჩევითობის პრინციპით იყო შესაძლებელი, მან ქალაქი ჩრდილოეთ კორეას შეადარა და ხელისუფლება დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.“მე არ ვარ ნამყოფი ჩრდილოეთ კორეაში და არც გამჩენია სურვილი იქ მოვხვედრილიყავი, მაგრამ ჩემს მშობლიურ ქალაქში მე დღეს ვიხილე ნამდვილი ჩრდილოეთ კორეა. ადამიანს, რომელმაც მთელი ბავშვობა ამ სცენაზე გავატარე, არ მომეცა საშუალება, რომ თავისუფალი ადგილი მომეპოვებინა დარბაზში, ის ზონდერი საკრებულოს თავმჯდომარე ქალი ოირდაპირ პროვოცირებას ახდენდა ჩემზე და ეუბნებოდა ყველას, რომ ადგილებზე არ დამსხდარიყო სხვა.. მე ვთქვი, რომ ნუ მოიქცევით ისე, რომ არცხვენდეთ ზუგდიდს. არ უნდა იყოს დისკრიმინაცია- თქვენ ზევითა ხართ და ჩვენ ქვევით. ზევით პომპეზურად ისხდნენ ბესელია, ძიძიგური და ხალხი ჭყლეტაში იყო მიკროფონებთან. ყველას უნდა შეეძლოს სცენაზე ასვლა და აზრის დაფიქსირება. დარბაზი ზონდერებით იყო სავსე“- განაცხადა ჟურნალისტებთან თენგიზ ჯგუშიამ.

banner
წინა სტატიაში„თავისუფალი ზონის“ წევრი ონისე გერგედავა სოფელ ხურვალეთთან სამართალდამცველებმა დააკავეს
შემდეგი სტატიაელისო კილაძის სკანდალური პოსტი- რა ინფორმაცია მიიღო აშშ-დან ჟურნალისტმა