“დღეს ვერანაირი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ვერ მექნება“- კობახიძის პასუხი120 ორგანიზაციას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მიმართვას ეხმაურება და ამბობს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას დეტალური მსჯელობა ესაჭიროება. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს,თუმცა ზემოაღნიშნული განცხადება არ უნახავს და დეტალურად ვერ ისაუბრებს.

„ამასთან დაკავშირებით საჭიროა ძალიან დეტალური მსჯელობა. თავის დროზე გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღებოდა ნაჩქარევად. როცა საქმე ეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილი მიდგომა. დეტალური მსჯელობის საფუძველზე უნდა განისაზღვროს ამა თუ იმ გადაწყვეტილების პლუსები და მინუსები, მათ შორის ეკონომიკური ეფექტი, სოციალური ეფექტი და ა.შ. ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. შესაბამისად, დღეს ვერანაირი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ვერ მექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავენ. 120 ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის.

banner
წინა სტატიაშიზალკანიანი: რეპატრიაციის ვალდებულებას ვასრულებთ
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ელისო კილაძის ვაჟის დაკავებისას პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო გამოძიება