დღეს ვარშავაში ნატო-ს სამიტი გაიხსნება

საქართველოსაც შეუძლია ნატო-ს იმედი ჰქონდეს

დღეს ვარშავაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი იხსნება. პოლონეთის დედაქალაქში ნატო-ს მაღალჩინოსნებისა და მსოფლიოს ლიდერების ჩასვლამდე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, ასევე, გამკაცრდა საზღვრის კონტროლი.

წესრიგს ქუჩებში 6 ათასზე მეტი სამხედრო და სამართალდამცავი იცავს. მათი დიდი რაოდენობა ეროვნულ სტადიონთან არის მობილიზებული, სადაც სამიტი გაიმართება.

ვარშავის სამიტში მთელი მსოფლიოდან 50-ზე მეტი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის აშშ-ის ლიდერი, ბარაკ ობამა, რომლისთვისაც ეს შესაძლოა, ბოლო ოფიციალური ევროპული ვიზიტი იყოს.

banner
წინა სტატიაშიინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: მივიღებთ იმ პროგრესის აღიარებას, რომელიც საქართველომ განიცადა