“დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე ხდება ეს ამბავი“

„რესპუბლიკელი” ლევან ბერძენიშვილი ბრიუსელიდან, ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თემის განხილვის შესახებ იუწყება.

 

როგორც ცნობილია, აღნიშნული საკითხი ევროპარლამენტში დღეს განიხილება.
„დღეს, 25 აპრილს, ბრიუსელში, თბილისის დროით, 19.30-20.00 საათზე ხდება ეს ამბავი:
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი (LIBE) განიხილავს საქართველოს იმ ქვეყნების სიიდან ამოღების, რომელთაც საზღვრის გადაკვეთისას ვიზა სჭირდებათ და უვიზო ქვეყნების სიაში ჩაწერის საკითხს. მომხსენებელია მარია გაბრიელი ბულგარეთიდან (ევროპის სახალხო პარტია). კომიტეტის თავმჯდომარეა კლოდ მორაესი დიდი ბრიტანეთიდან (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფი) და, ბედისწერის განგებით, ამ ამბავს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ესწრება, რომელიც ბრიუსელში ასოცირების კომიტეტის სხდომაზე იმყოფება. და ეს ამბავიც ავაზის დღეს ხდება.
ბრიუსელის დროით 20.00 შეგატყობინებთ შედეგს. უვიზო მიმოსვლის შემოღებამდე დაგვრჩება ევროპარლამენტის პლენარული სხდომა და ევროკავშირის საბჭოს სხდომა. მოკლედ, ევროკომისიის „კი“ გვაქვს, კიდევ სამი „კი“ გვჭირდება, დღეს — ყველაზე მთავარი”.
banner
წინა სტატიაში„გიორგი ბრწყინვალე ქართულ პოლიტიკაში უკვე გამოჩნდა, ის ახალგაზრდაა“
შემდეგი სტატია“2008 და 2014 წლებში, MAP- ის მიუღებლობა რეგრესი იყო “