დღეს თამაზ ნადარეიშვილის დაბადების დღეა

დღეს თამაზ ნადარეიშვილის დაბადების დღეა

nadareiSviliდღეს, სახელოვან მამულიშვილის, ცნობილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, პოლიტიკოსის, პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, გაერო-ს საერთაშორისო ინფორმატიზაციის აკადემიის აკადემიკოსის,აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, თამაზ ნდარეიშვილის დაბადების დღეა – მას 62 წელი შეუსრულდებოდა.
აფხაზეთის ტელერადიოკომპანიაში მუშაობისას, ბატონ თამაზს არაერთხელ შევხვედრივარ და მასთან ინტერვიუც ხშირად ჩამიწერია. კოლეგები დამეთახმებიან, რომ ბატონი თამაზი განსაკუთრებული რესპოდენტი იყო. ამიტომაც, ხმამაღლა ვამბობ: თამაზ ნადარეიშვილი იყო პიროვენება, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა საქართველო და თავისი კუთხე, აფაზეთი.
ამასთან, დევნილი მოსახლეობის კონსოლიდაციაც სწორედ მის სახელს უკავშირდება.
გენერალ-მაიორი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი, გიორგი შერვაშიძის პრემიის ლაურეატი თამაზ ნადარეიშვილ 1990-1992 და1999-2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე (1992-1993წწ.), საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი (1995-2004წწ.), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე (1995-2004წწ.) საქართველოს ვიცე-პრემიერი(1993-1995წწ.)
თამაზ ნადარეიშვილი 2004 წლის 30 აგვისტოს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის პროცესს მიმდინარე წელს არ დაიწყებს
შემდეგი სტატიაორი ქართველი მინისტრის შეხვედრა თურქეთში