„დღეს საქართველო-აშშ-სთვის დიდი დღეა“ – გიორგი კვირიკაშვილის ჩანაწერი twitter-ზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გვირიკაშვილი, სოციალურ ქსელ Twitter-ში საგარეო საქმეთა მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესახებ წერს.

„საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ერთ-ერთი პირველი მთავარი დიპლომატია რომელიც შეხვდა სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს. დღეს საქართველო/აშშ-სთვის დიდი დღეა“, – აღნიშნავს გიორგი კვირიკაშვილი.

დღეს ვაშინგტონში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის შეხვედრა გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ძლიერი აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით